პრემია "საბას" 2022 წლის ფინალისტები ცნობილია. წელს ლიტერატურული პრემია "საბასთვის" საიუბილეო თარიღია - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.
ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 7 ნომინაციაში. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- თემო რეხვიაშვილი, "კურიერის ამბები" (სულაკაურის გამომცემლობა)
- კოკა ქამუშაძე, "ბალა(ნ)და" (სულაკაურის გამომცემლობა)
- მაგდა კალანდაძე, "მეორე ოთახი" (დიოგენე)
- მინდია არაბული, "ყოველი ამბის დასასრული" (დიოგენე)
- მარიამ გურგენიშვილი, "მარგალიტები" (პალიტრა L)
- ლელა კურტანიძე, "მელატონინი" (ინტელექტი)
- გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს "ტრაქისელი ქალები" (ლოგოსი)
- თორნიკე სიბაშვილი, "დეტექტივი" (კალმოსანი)
- დავით ჯიშკარიანი, "ბუცები და ტყავის ჩექმა" (ზიარი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ზაზა აბზიანიძე, "ალექსანდრე ყაზბეგი" (პეგასი)
- ნუგეშა გაგნიძე, "ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე" (არტანუჯი)
- აკა ლდოკონენი, "რა ვიკითხოთ ერთად" (ინტელექტი)
- დავით მაზიაშვილი, "შექსპირის პოსტმოდერნიზმი" (24 საათი)
წლის საუკეთესო პიესა:
- თამარ ბართაია, "Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო". (ჟურნალი "პირველი სხივი" #2)
- მანანა დოიაშვილი, "მეცამეტე თვე" (ჟურნალი "პირველი სხივი" #2)
- ბასა ჯანიკაშვილი, "ნინოს ბედნიერება" (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- ლანა ღოღობერიძე, "ვისთვის გალობს შაშვი" (სულაკაურის გამომცემლობა)
- რუსუდან გორგილაძე, "დიქტატურის გემო" (სეზან ფაბლიშინგი)
- გაგა ნახუცრიშვილი, "კინო "ყაზბეგი" (ინტელექტი)
- მალხაზ ხარბედია, "წიგნის ნადიმები - ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე" (ვაზი)
- გიორგი ჭეიშვილი, "ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)" (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ბესო სოლომანაშვილი, "სხვისი კინო" (სულაკაურის გამომცემლობა)
- რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), "მკვლელობა სადგურის უბანში" (პალიტრა L)
- დათია ბადალაშვილი, "ლეკვების სამოთხე" (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ლია სტურუა, "ვაგრძელებ თამაშს?!" (ინტელექტი)
- ლელა სამნიაშვილი, "ავირეკლოთ" (ინტელექტი)
- პაატა შამუგია, "არგადარჩენა" (ინტელექტი)
- ეთერ თათარაიძე, "ალალ იყვიდ, უშურო" (უნივერსალი)
- ნიკა ჯორჯანელი, "ნეტფლიქსი" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ბექა ახალაია, "მგელი მაჯაზე" (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
- არჩილ ქიქოძე, "ხვლიკი საფლავის ქვაზე" (სულაკაურის გამომცემლობა)
- ირმა ტაველიძე, "ბნელ წყლებში" (დიოგენე)
- გიორგი ხარაიშვილი, "ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი" (პალიტრა L)
- ილია ჭანტურია, "გემი დავლანდე" (არტანუჯი)